workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” ბაბუა: ”ჩემპიონთა ლიგას თუ მივიგებთ წვერს გავიპარსავ”

”ბარსელონას” ბაბუა: ”ჩემპიონთა ლიგას თუ მივიგებთ წვერს გავიპარსავ”

კარგი ფეხბურთის ექსპერტი დამოყვარული, ათობით წლებია უკვე დადის ”ნოუკამპზე” კლუბისფორმით, წითელიქუდითდაუცვლელითეთრიწვერით. 77 წლისჟოანკასალსი ”ბარსელონას” ბაბუაა. 70-იანიწლებიდანკულეებიმასაღიქვამენჟურნალს ”Xut”-ისპერსონადდათბილადიღებენყოველცერემონიაზე, რომელსაცისესწრება. ”უემბლიზე” მოგებულიჩემპიონთალიგისშემდეგმანპირობადადო, რომიგივესგანმეორებისშემთხვევაშიწვერსგაიპარსავს.

 – რამდენიწელია ”ბარსას” გულშემატკივრობთ?

 – ”ბარსელონას” ბაბუას როლში 26 წელია, ისე კი მთელი ცხოვრება.

 – ხშირადდადიხართ ”ბარსას” თამაშებზე?

 – მატჩები, რომლებიც ”ნოუ კამპზე” ტარდება ყოველთვის ვესწრები. ყოველ მე-3 ან მე-4 გასვლით თამაშსაც ვესწრები.

 – ”ბერნაბეუზე” წახვალთ?

 – არა, არ წავალ. თუმცა იქ ერთხელ ვიყავი.

 – დიდიხნისწინ?

 – მაშინ ”ბარსა” სამეფო თასის ფინალში ”ბეტისს” ხვდებოდა.

 – რატომგეძახიან ”ბარსელონას” ბაბუას?

 – მე მეუღლესთან და შველებთან ერთად 1966 წელს დავესწარი ჟოან გამპერის თასის პირველ მატჩს. ”ბარსას” მაისური კი 70-იანი წლებიდან მაცვია, მაშინ კრუიფი აქ თამაშობდა. იმ პერიოდში დავიწყე წვერის მოშვება. მას შემდეგ წვერი გამითეთრდა და წონაშიც მოვიმატე… ადამიანები როცა მხედავენ მამსგავსებენ ჟურნალ ”Xut”-ის ”ბარსელონას” ბაბუას პერსონაჟთან. ყოველთვის მეუბნებოდენ, რომ მას ძალიან ვგავდი და სურათის გადაღებას მთხოვდნენ. სწორედ ამიტომ ვარ ”ბარსელონას” ბაბუა.

 – თქვენი მაისურის შესახებ უფრო დეტალურად მოგვიყევით…

 – მას გრძელი მკლავები აქვს და მას საერთო არ აქვს იმასთან, რისი დანახვაც ახლა შეგიძლიათ. მაშინდელ წლებში ყველა ფორმა ბამბისგან იკერებოდა.

 – თუკი ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, თქვენ კი წვერს გაიპარსავთ ეს ტრადიციად იქცევა, რადგან 2006 წელს პარიზის ფინალის შემდეგაც გაიპარსეთ წვერი…

 – დიახ. 1992 წელს, მაშინ როცა ”ბარსამ” ლიგა მოიგო მე ერთ ბიჭს შევხვდი. ის ვალენსიიდან იყო. სალვადორ ტორესი. ჩვენ ძალიან დავახლოვდით და მას პირობა მივეცი, თუკი ”ბარსა” ლიგას კვლავ მოიგებდა წვერს გავიპარსავდი, ხოლო ის თავს გადაიპარსავდა. 2006 და 2009 წლის ფინალების შემდეგ ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება.

 – ვფიქრობთ უწვეროდ დიდი ხანი არ იქნებით…

 – დიახ, 2-3 კვირის შემდეგ ისევ წვერებიან ”ბარსელონას” ბაბუას ნახავთ. მის გარეშე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.

 – ”ბარსელონას” ბევრი შემადგენლობა გყავთ ნანახი. ახლანდელი საუკეთესოა?

 – ვფიქრობ რომ კი, მიუხედავად იმისა, რომ მახსოვს კრუიფის ”Dream Team” და 1951-52 წლის გუნდი, რომელმაც 5 თასი მოიპოვა. მაშინ 17 წლის ვიყავი. საცხობში მოსწავლე ვიყავი. მეპატრონეებს კლუბის წევრობის ბარათები ქონდათ. მე ასეთი ბარათი არ მქონდა. ბარათი 10 პესეტა ღირდა. საცხობში ხელფასს არ ვიღებდი, რადგან მეგონა სანაცვლოდ ბარათს მომცემდნენ.

 – თქვენ რესტორან ”El Recó”-ს მფლობელი ხართ. იქაც ”ბარსელონას” ბაბუას ფორმაში ხართ ჩაცმული?

 – დიახ. ხალხი მთხოვს, რომ ფორმა მეცვას და სურათი გადაიღონ.

 – ამან თქვენი ბიზნესის განვითერბაში წვლილი შეიტანა?

 – რაღაც დოზით კი. ზოგი ჩემს რესტორანში მოდის იმიტომ, რომ სხვისგან გაიგო ჩემი აქ ყოფნის შესახებ. ზოგი შემთვევით შემოდის, ხოლო შემდეგ ყველას უყვებიან, რომ ”ბარსელონას” ბაბუა ნახეს.

 – მენიუში არის ისეთი კერძი, რომლის სახელი კლუბთანაა დაკავშირებული?

 – არა, ჩვენ უბრალო მენიუ გვაქვს.

 – ახლა იქ აღარ მუშაობთ?

 – ადრე ჩემი მეუღლე ამზადებდა კერძებს, მე კი მაგიდებს ვაწყობდი. ახლა ჩვენი შვილები მუშაობენ და იქ იშვიათად მივდივართ.

 – როდესმე შეხვედრიხართ მანოლო ელ დელ ბომბოს? (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი, კერძოდ ესპანეთის ნაკრების)

 – მხოლდო ერთხელ საქველმოქმედო მატჩზე. მანამდე ტელევიზორში მყავდა ნანახი.

 – გსურთ რომ თქვენი ანიმაციური პერსონაჟი გაკეთდეს?

 – მე ისედაც ცნობილი ვარ ჩემი ფორმით, წვერით და ქუდით.

 – ”ბარსელონას” ბაბუას წოდება თქვენს შვილს გადაეცემა შთამომავლობით?

 – არა, არამგონია. მაგრამ რამდენიმე ადამიანი ვიცი თეთრი წვერით და დიდი მუცლით (იცინის). ზოგი მეუბნება: არა! თქვენს გარდა არავინ იქნება ”ბარსელონას” ბაბუა. რაზეც მე ვპასუხობ: ”რა თქმა უნდა იქნება”! ამ პერსონაჟს უნდა ჰყავდეს გამგრძელებელი და ჩემით არ უნდა დასრულდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში