“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, “მალიორკასთან” მატჩის (5-2) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ლიონელ მესისთვის ეს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო სამსახურში.
ის საოცარია და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, მისი თამაშის ყურებით სიამოვნება მივიღოთ.
კარიერის დასრულების შესახებ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს. ჩვენ ვიცით, რომ მას კიდევ დიდხანს შეუძლია თამაში.
ნორმალურია, რომ ანტუან გრიზმანისთვის გუნდთან შეჩვევა ცოტა რთული აღმოჩნდა. ახლა ის რიტმში ჯდება და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია.
რაკიტიჩს დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია, მაგრამ მან ბევრი იშრომა და თავის შანსს დაელოდა. ვფიქრობ, ის გუნდისთვის ძალიან გამოსადეგი ფეხბურთელია”. – განაცხადა ბუსკეტსმა.

ხოდა 18-ში არაჩვეულებრივი მატჩი უნდა ჩაატაროს ლომმა და როგორც ყოველთვის ცხრის ნახევარზე დააყენოს მონები