workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ სკალონი: იმედია, 2020 წლის კოპა ამერიკა მესისთვის ბოლო არ იქნება

ლიონელ სკალონი: იმედია, 2020 წლის კოპა ამერიკა მესისთვის ბოლო არ იქნება

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი იმედოვნებს, რომ 2020 წლის კოპა ამერიკის ტურნირი მესისთვის ბოლო არ იქნება და არგენტინელი კვლავ გააგრძელებს თამაშს.

“ვიმედოვნებ, რომ იგი თამაშს განაგრძობს. ტიტული არგენტინას უფრო სჭირდება, ვიდრე მას. მე წინასწარ დაპირებას ვერ გავცემ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მესი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.” – ციტირებს სკალონის სიტყვებს Sport.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე ლიონელ მესიმ აღნიშნა, რომ სურს კიდევ გააგრძელოს თამაში, თუმცა უკვე 33 წლის ხდება და მნიშვნელოვანია, თუ როგორ იგრძნობს თავს.

კოპა ამერიკის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლები არგენტინა და კოლუმბია იქნებიან. ტურნირის პირველი მატჩი არგენტინასა და ჩილეს ეროვნულ ნაკრებებს შორის 12 ივნისს, ბუენოს აიერსში გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • duggu
    schedule 04 დეკ 2019, 22:45
    #2

    იგუანის დებილი დედიკო ვატირე თორე მესის მსოფლიო უნდა ედოს ჯიბეში. რაც მაგან გერმანიასთან გამაზა სიკვდილამდე ვერ ვაპატიებ. გაწირა მესი და გუნდი

  • Bola
    schedule 04 დეკ 2019, 21:24
    #1

    ეს წესით არგენტინამ უნდა მოიგოს. წესით ორი კოპა უნდა ქონოდა მესის და მხოლოდ მსოფლიოს ამბავი უნდა ყოფილიყო დარჩენილი მარა ჩილემ მაშინ გაიგოჟა თავი :დდ