მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა სამეფო თასის ფინალური დაპირისპირება კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის. მატჩში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, ანგარიშით 0:1, გოლი რონალდოს ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.
ბუსკეტსი: “ახლა ყველაზე კარგი იქნება თუ დავივიწყებთ ამ მარცხს და მთლიანად გადავერთვებით “ოსასუნასთან” მატჩზე. ძალიან დიდი მადლობა მხარდამჭერებს, რომლებიც მოვიდნენ “მესტალიაზე”. ძალიან ვწუხვარ, რომ საკადრისი მადლობა ვერ გადავუხადეთ. დარწმუნებული ვარ, თუ კიდევ ერთად ვიქნებით აუცილებლად გავახარებთ მათ და არა 1 ტიტულით”.
ალვეში: “ძალიან რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ გულშემატკივრებს ვთხოვ გვაპატიონ და დაელოდონ ჩემპიონთა ლიგას! ჩვენ გვაქვს გასაოცარი ფილოსოფია, რომლისაც გვჯერა, რაც მოხდა კი უბრალოდ უიღბლობაა. ფეხბურთში ყველაზე კარგი ისაა, რომ შეგიძლია რეაბილიტაცია მოახდინო. შემდეგ მატჩებში უდიდესი შემართებით ვიასპარეზებთ”.
ინიესტა: “ძალიან ვწუხვარ, რომ “ბარსა” დამარცხდა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ეს დასასრული არ არის, წინ უამრავი ურთულესი მატჩი გველის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდამჭერებს”.
ვილია: “ჩვენ ბოლომდე ვიხარჯებოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ახლა ძალიან სწრაფად უნდა დავივიწყოთ ეს მატჩი და გადავერთოთ მომდევნო თამაშზე. ჩვენმა გუნდმა უმაღლეს დონეზე უნდა დაასრულოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიოთა ლიგაზე ასპარეზობა. ჩვენ ძალიან კარგი მხარდამჭერები გვყავს, მადლობა მათ!“
ჩავი: “იმის მიუხედავად, რომ გოლი ვერ გავიტანეთ, ჩვენი ფილოსოფისს ძალა მაინც გამოჩნდა. 35–ე წუთის შემდეგ, “ბარსელონამ” ულამაზესი ფეხბურთი აჩვენა, უბრალოდ არ გაგვიმართლა. ძალიან ვწუხვარ, რომ გოლის გატანა მოახერხა მეტოქე გუნდმა, მათ კონტრ–შეტევაზე დაგვიჭირეს. მაგრამ უნდა დავივიწყოთ ყველაფერი და გადავერთოთ შემდეგ მატჩზე. შევეცდებით ავიღოთ რევანში “რეალზე” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში”.
პინტო: “ვფიქრობ, ეს დამარცხება არაფერ ნეგატიურს არ გამოიწვევს კლუბში. ჩვენ 100%–ით გვჯერა საკუთარი ფილოსფიის. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი მსოფლიოსთვის, რადგანაც ყველას მოხსენება “ბარსას” თამაში. თამაში ძალიან რთული იყო და გაიმართა უკომპრომისო ბრძოლა. ანგარიშიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა გვეთამაშა დამატებით კიდევ ნახევარი საათი, სადაც ფორტუნამ “რეალი” აირჩია“.
