workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარსელო გალიარდო და კოპა ლიბერტადორესის დრამატული ფინალი [ვიდეო]

მარსელო გალიარდო და კოპა ლიბერტადორესის დრამატული ფინალი [ვიდეო]

პერუში, ლიმას “ესტადიო მონუმენტალზე” კოპა ლიბერტადორესის ფინალი გაიმართა, რომელშიც ბრაზილიურ “ფლამენგოს” ტურნირის მოქმედი ჩემპიონი “რივერ პლეიტი” დაუპირისპირდა. როგორც იცით, არგენტინელებს მარსელო გალიარდო წვრთნის, რომელიც, პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლიონელ მესის ფავორიტი და “ბარსელონას” მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდეს შეცვლის მთავარი კანდიდატია. 

გალიარდოს გუნდი მატჩის დასაწყისშივე რაფაელ ბორეს გოლით დაწინაურდა და 89-ე წუთამდე იგებდა, შემდეგ კი მატჩის სცენარი მოულოდნელად განვითარდა: გაბრიელ ბარბოსამ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, სამ წუთში კი “ფლამენგო” წინ გაიყვანა. 

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და დამატებულ წუთებზე ორივე გუნდის მხრიდან თითო ფეხბურთელი გააძევეს, მათ შორის მატჩის გმირი – ბარბოსა. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=VQtuoK2pIqk&t=28]

სავარაუდოდ, ეს შედეგი გალიარდოს კანდიდატურაზე გავლენას მოახდენს. მის გარდა, “ბარსელონა” რონალდ კუმანს და ერიკ ტენ ჰაგს განიხილავს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 24 ნოე 2019, 23:50
    #2

    იმედია ამას არ მოიყვანენ ზამთარში თუ ვინმეს მოყვანა უნდათ აგერაა ვენგერი და მოიყვანონ ის

  • BEQA BARCA
    schedule 24 ნოე 2019, 23:03
    #1

    არ გვინდა ეს კუმანი ან ტენ ჰააგი..