”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ”შახტარის” წინააღმდეგ თამაშისას ყვითელი ბარათი გამოსტყუა მსაჯს. შედეგად, დისკვალიფიკაციის გამო, მან გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედ-ფინალური მატჩი. თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ”ბარსელონა” – ”შახტარის” მატჩის კომისარმა განცხადება გაუგზავნა ”უეფას” დისციპლანურ კომიტეტს, რათა ინიესტას დამატებით კიდევ მისცემოდა ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია. კომისარის თქმით, ინიესტამ განზრახ მიიღო ყვითელი ბარათი, რათა ”რეალთან” ნახევარ-ფინალისთვის მოეხდინა დაგროვილი გაფრთხილებების ანულირება.
დღეს ”უეფას” დისციპლინარულმა კომიტეტმა განაჩენი გამოიტანა და ანდრეს ინიესტას დამატებით ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ მიანიჭა. ასე რომ, შესაძლებელია ანდრესი ვიხილოთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარ-ფინალურ მატჩში, რომელიც ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.
