workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ მოიგებს ფინალს?

ვინ მოიგებს ფინალს?

ესპანეთის თასის ფინალამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ადრენალინი მატულობს, მოლოდინი იზრდება, გულშემატკივრები ნერვიულობენ. კიდევ ერთი ”კლასიკო”, კიდევ ერთი საფეხბურთო დაპირისპირება, კიდევ ერთი მედია ომი, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დუელი… ბოლო დღეებში უამრავი სტატია დაიწერა ”ბარსელონასა” და ”რეალის” დაპირისპირებაზე. საკუთარი აზრი გამოთქვეს აღნიშნული კლუბებისა თუ ნეიტრალური გუნდების ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა. საქმეში ჩაერთვნენ ექსპერტები, ტოტალიზატორები, წინასწარმეტყველი რვაფეხები და ა.შ.

როგორ ტაქტიკას აირჩევენ მწვრთნელები დღევანდელ თამაშში? ვნახავთ თუ არა გახსნილ და ლაღ ფეხბურთს? ამ ყველაფერს პასუხი სულ რამდენიმე საათში გაეცემა.მანამ კი ფეხბურთის გულშემატკივრები თავიანთ მოსაზრებას გამოხატავენ თამაშის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით. ზოგს რვაფეხას წინასწარმეტყველების სჯერა, ზოგს სიზმრის…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში