ფინალის მოლოდინი თითოეულ კატალონიელ გულშემატკივარს ორმაგად აძლიერებს და მათში მატულობს ენერგიულობა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
ეს თამაში რაღაცით პოლიტიკასთანაცაა კავშირში. მაგალითად, პარტია “Solidaritat Catalana por Barcelona”–ის წარმომადგენელმა, სანტიაგო ესპოტმა კატალონიელ გულშემატკივარს მოუწოდა, რომ სტვენით ჩაახშონ ესპანეთის ჰიმნი, რომელიც მატჩის დაწყებამედ გაიჟღერებს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა :მესტალიაზე” ესპანეთის ჰიმნი ძალიან ხმამაღლა გააჟღერონ , რადგანაც კატალონიელები სერიოზულად გეგმავენ, რომ ჩაახშონ ჰიმნი.
