workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე ”რეალის” ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ მათი მეფის თასს მოიგებს

პიკე ”რეალის” ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ მათი მეფის თასს მოიგებს

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის დასრულების შემდეგ, ხერარდ პიკემ მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელები აბუჩად აიგდო, იტყობინება ესპანური გამოცემა ”მარკა”.

პიკემ არ დაივიწყა, რომ წარმოადგენს კატალონიას, რომელსაც ყოველთვის სურდა ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლა. ის ”სამეფო კლუბის” ფეხბურთელებს ხმამაღლა ეუბნებოდა: ”რვა ქულა, რვა ქულა! ესპანელებო, ჩვენ უკვე მოვიგეთ თქვენი ჩემპიონატი! ახლა კი ჩვენ მოვიგებთ თქვენი მეფის თასს!”

თავის მხრივ ”რეალის” ფეხბურთელებმა მას უპასუხეს: ”ვნახოთ, მოიქცევი თუ არა ესე თავხედურად, როცა ესპანეთის ნაკრებში აღმოჩნდები.”

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში კატალონიელები მადრიდს ეწვივნენ და დედაქალაქიდან 1 ქულა წამოიღეს. დღევანდელი მდგომარეობით ჩემპიონატის ცხრილს ”ბარსელონა” ლიდერობს და მას რვა ქულით ჩამორჩება უახლოვესი მდევარი – მადრიდის ”რეალი”. აღნიშნულ კლუბებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება. მატჩი ესპანეთის სამეფო თასის ახალ მფლობელს გამოავლენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში