workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანრი: “ირლანდიელებმა საქართველოს მდგომარეობაზე იფიქრეს?”

ანრი: “ირლანდიელებმა საქართველოს მდგომარეობაზე იფიქრეს?”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ, ინტერვიუ მისცა ერთ–ერთ ამერიკულ ჟურნალს. მას კითხვა დაუსვეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი–ოფ რაუნდის შესახებ, სადაც საფრანგეთი ირლანდიას დაუპირისპირდა. როგორც მოგეხსენებათ სწორედ ტიტის ხელის წყალობით გააღწიეს “მამლებმა” მუნდიალზე. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და უკვე რაღაც წამები იყო დარჩენილი თერთმეტმეტრიანების დანიშვნამდე, როცა ანრიმ ბურთი ხელით გააჩერა და შემდეგ გალასი ცარიელ კართან დატოვა.

 

–არ ნანობ, რომ ხელით ითამაშე და ასე დაუმსახურებლად გაიყვანე საფრანგეთი ფინალში?

 

–ვფიქრობ, ამის შესახებ უკვე აღარ უნდა მიწევდეს საუბარი. ამის შემდეგ 1 წელზე მეტი გავიდა. ასევე ორ წლამდე გავიდა მას შემდეგ, რაც ირლანდიამ საქართველოს კინის მიერ გაკეთებული არარსებული თერთმეტმეტრიანით მოუგო. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი თამაშის წესის დარღვევა იქ არ ყოფილა და ირლანდიელებს ეს 3 ქულა დაუმსახურებლად რომ არ მოეპოვებინათ, მათი ფლეი–ოფში გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა. ამ დროს საქართველოს მდგომარეობაზე იფიქრეს? რა ვქნათ, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მესმის მათი ფანების ჩემდამი სიძულვილი, მაგრამ იმ დღეს, როცა საქართველო მსაჯის შეცდომით დაამარცხეს, იფიქრეს, თუ რაოდენ გაბრაზებულები იქნებოდნენ ქართველი გულშემატკივრები? არც კი აინტერესებდათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში