ცნობილი გახდა 34 – ე ტურის ჩატარების ზუსტი თარიღი და დრო. “ბარსელონა” 34 – ე ტურში გასვლაზე ითამაშებს “რეალ სოსიედადთან”, მატჩი 30 აპრილს შაბათს 22 საათზე დაიწყება თბილისის დროით.
რაც შეეხება “ბარსელონას” მთავარ ოპონენტს, მადრიდის “რეალი” იმ დღესვე ითამაშებს “სარაგოსასთან”, ოღონდ 2 საათით ადრე, შესაბამისად 20 საათზე.
ხოლო რაც შეეხება “ბარსელონა ბ”– ს იგი “ვალიადოლიდს” დაუპირისპირდება 29 აპრილს 23 საათზე, ეს იქნება სეგუნდა დივიზიონის რიგით 36 – ე ტური.



