workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დი სტეფანომ შეაქო ”ბარსას” თამაში და გააკრიტიკა მოურინიოს მიდგომა

დი სტეფანომ შეაქო ”ბარსას” თამაში და გააკრიტიკა მოურინიოს მიდგომა

”უბრალოდ ბრწყინვალე იყო ის ფეხბურთი, რომელიც ”ბარსამ” ”ბერნაბეუზე” აჩვენა. კატალონიელთა უპირატესობა ნათელი იყო და ეს ყველამ დაინახა.” – დაწერა თავისი მოსაზრება ”მარკაში”, მადრიდის ”რეალის” სიმბოლომ და საპატიო პრეზიდენტმა, ალფრედო დი სტეფანომ და იქვე დაამატა, რომ მანამ, სანამ ”ბარსა” დაკავებული იყო ”ფეხბურთით და ცეკვით”, მადრიდელები დადიოდნენ წინ და უკან, რომ მოეპოვებიათ ბურთი.

ფეხბურთის ლეგენდა მიიჩნევს, რომ ”თეთრები შეშინებულები ეთამაშებოდნენ ოპონენტს, რომელიც დომინირებდა მოედნის ცენტრში.” თამაში დასრულდა ფრედ (1-1), თუმცა მოურინიოს ულტრა დაცვითი სისტემა კვლავ განხილვის საგნად რჩება. ”მადრიდის ”რეალი”  დაიღალა დაცვით და მაინც ვერ შესძლო მეტოქის შეჩერება ეფექტური პრესინგით მოედნის ცენტრში. არადა სწორედ ეს ევალებოდათ მათ.”  და იქვე დაამატა: ნათელია, რომ ”ბარსელონა” უკეთესია და მათ წინააღმდეგ კონტრ-შეტევებზე თამაში არ არის ეფექტური.”  დი სტეფანოს აზრით ”მადრიდი იყო გუნდი, ღირსების გარეშე”. ”სამეფო კლუბის” საპატიო პრეზიდენტმა მოურინიოს თხოვა, რომ კოპა დელ რეის ფინალისთვის სქემა შეცვალოს: ”ასეთი მიდგომით თამაში აშკარად არასწორი იყო.”

და ბოლოს, დი სტეფანომ დაიცვა მესი, რომელიც მადრიდულმა პუბლიკამ მაყურებლების მიმართულებით ბურთის დარტყმის გამო სასტიკად გააკრიტიკა. ”ის მსოფლიოში საუკეთესოა, მისი ფეხბურთი სანახაობრივია. ის არის პროფესიონალიზმის მაგალითი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში