მადრიდის “რეალის” გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია, რადგანაც თავის დროზე თვითონ შესთავაზა “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პრესესს ჟოზე მოურინიოს გადმობირება.
“მე პეპ გვარდიოლას უფრო მეტად გავუგებდი, ვიდრე მოურინიოს ვუგებ ახლა. გამოვიყენებ პოეტ მარადონას სიტყვებს და ვიტყვი, რომ მანდ უკვე ძალიან დამღალა. ვაღიარებ და ვიტყვი, რომ როდესაც პერესთან რეკომენდაცია გავუწიე ჟოზე მოურინიოს კადიდატურას, ვიყავი ბრმა. მოურინიოს აქვს ძალიან ცბიერი ხასიათი და მეც მის ხრიკებს წამოვეგე, რომელზეც ძალიან ვწუხვარ. თუმცა ამ ეტაპზე მას წარმატებას ვუსურვებ, რადგანაც წვრთნის იმ გუნდს, რომელიც ჩემთვის ყველაფერია”. დაასრულა ხორხე ვალდანომ.
