workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რასინგი ლოგო

რასინგი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ევრა: ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე მილნერია. მესი? მასთან გამკლავება შემეძლო

ევრა: ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე მილნერია. მესი? მასთან გამკლავება შემეძლო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მარცხენა მცველს, პატრის ევრას ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისთვის ყველაზე რთული მეტოქე, რაზეც მან საკმაოდ უცნაური პასუხი გასცა.

“როცა დერბის ვთამაშობდი, ჯეიმს მილნერი მტანჯავდა, რადგან მე შემტევი განაპირა მცველი ვიყავი. მესი? მასთან გამკლავება შემეძლო.” – ციტირებს პატრის ევრას სიტყვებს Sky Sports.

ლეო მესი და პატრის ევრა ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2-ჯერ კი 1/2-ფინალში. სამივე ფინალი მესიმ მოიგო, 1/2-ფინალში კი ერთხელ ევრამ იმარჯვა, ერთხელ მატჩი ფრედ დასრულდა. ამ 5 შეხვედრაში ლეოს ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. “ბარსელონა” ევრას გუნდებს, საერთო ჯამში, 8-3 უგებს.

რაც შეეხება ჯეიმს მილნერს – 17 მატჩიდან მან ევრას 7 მოუგო, 5 ფრედ დაასრულა, 5 კი თავად წააგო. “ლივერპულის” ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Bakero
    schedule 22 ოქტ 2019, 23:26
    #6

    ჰო ჰო მანჩესტერის ორი " დიდებული " ფინალი გვახსოვს რომში და ლონდონში joy joy joy joy joy joy joy joy joy joy

  • vegassi54
    schedule 22 ოქტ 2019, 18:52
    #5

    სტატისტიკას მაინც შეხედოს ამ საცოდავმა,სადაც შეხვდა მესი ყველგან გაასაზიზღრა.

  • M10 S9 D11
    schedule 22 ოქტ 2019, 18:00
    #4

    ხო იმიტომაც გააჩერე ჯერ 2009-ში და მერე 20110-ში

  • gio basi
    schedule 22 ოქტ 2019, 17:00
    #3

    ალბად ხუმრობს 😁😁😁😁

  • frenkie21
    schedule 22 ოქტ 2019, 16:05
    #2

    😂🤣😂🤣😂