მოგეხსენებათ, რომ ლა ლიგის 32–ე ტურში, კარლეს პუიოლმა მცირე ტრავმა მიიღო მარცხენა ფეხის კუნთზე, თუმცა იგი სრულფასოვნად ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად და თავს კარგად გრძნობს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ “ელ კლასიკოში”, სადაც “რეალი” მასპინძლობდა “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე”, პუიოლი იძულებული გახდა შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე გამოსულიყო მოედნიდან, რადგანაც მცირე დაზიანება მიიღო მარცხენა ფეხის კუნთზე. მაგრამ ამ დროისთვის, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, თავს მშვენივრად გრძნობს და ყველანაირი წინაპირობაა იმისა, რომ კარლესმა იასპარეზოს სამეფო თასის ფინალში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, რომელიც შედგება 20 აპრილს 23 საათსა და 30 წუთზე (თბილისის დროით).
