workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ელ კლასიკოს” საკითხი დღეს გადაწყდება

“ელ კლასიკოს” საკითხი დღეს გადაწყდება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ადასტურებს, რომ “ელ კლასიკოსთან” დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული.

ბარსელონაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, “ელ კლასიკოს” დათქმულ დროსა და ადგილას, 26 ოქტომბერს “კამპ ნოუზე” ჩატარება თითქმის გამორიცხულია. ლა ლიგამ თამაშის მადრიდში ჩატარების იდეა წამოაყენა, მაგრამ ეს კლუბებმა არ ისურვეს. “ბარსელონაც” და “რეალიც” თამაშის სხვა დროს ჩატარების მომხმრეები არიან. ესპანურ პრესაში გაიჟღერა კონკრეტულმა თარიღმა – 18 დეკემბერი, მაგრამ “ელ კლასიკოს” ამ დღეს ჩატარების წინააღმდეგი ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასია.

გადაწყვეტილება ნამდვილად რთული მისაღებია, მაგრამ დროც არ ითმებს. სწორედ ამიტომ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საკითხი დღეს უნდა გადაწყვიტოს.

“ბარსელონასა” და “რეალს” ვთხოვეთ თავიანთი აზრი დღეს დაეფიქსირებინათ. ორივე კლუბის წარმომადგენელი ჩვენთან დღის 12 საათამდე გამოცხადდა. საკითხის განსახილველად და დღეს საღამომდე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი დრო გვაქვს.” – ციტირებს ლუის რუბიალესის სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 17 ოქტ 2019, 22:38
    #4

    იმედია 26-ში ჩატარდება

  • saba17
    schedule 17 ოქტ 2019, 21:39
    #3

    ახალი ვარ გამარჯობა.ვისკა ბარსა

  • Magician
    schedule 17 ოქტ 2019, 19:53
    #2

    ციტატა: Halaramos4
    tanamedrove fexburtis da sheizleba itqvas istoriis sauketeso mcveli


    ისტორიის საუკეთესო მცველი? :დ

  • Halaramos4
    schedule 17 ოქტ 2019, 19:32
    #1

    tanamedrove fexburtis da sheizleba itqvas istoriis sauketeso mcveli