საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფორვარდმა, რომელიც ამჟამად “ნიუ იორკ რედ ბულსის” ღირსებას იცავს, ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ არ ღირს დიდი ყურადღება დაეთმოს გუშინდელ მატჩს “ბარსასა” და “რეალს” შორის, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
“არ გეგონოთ, რომ “რეალის” მიმართ უპატივცემულობას ვამჟღავნებ, მაგრამ ეს არ იყო “დიდებული” თამაში. აი სამეფო თასის ფინალი კი, რომელიც გაიმართება 20 აპრილს, იქნება ნამდვილი საფეხბურთო სასწაული. დარწმუნებული ვარ ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ. ამ შეხვედრაში ნამდვილად ღირსეული გაიმარჯვებს, რადგანაც გაიმართება უშეღავათო ბრძოლა პირველი ტიტულისთვის. ვფიქრობ, “რეალი” გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებს”. დაასრულა ტიტიმ.
