“ელ კლასიკოში” დაფიქსირებული ფრის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ უშუალოდ მატჩზე.
“ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია. ძალიან კარგი ატმოსფეროა მასპინძელი გუნდისათვის. ჩვენ მატჩის დროს ვიგებდით კიდევაც 0:1, მაგრამ სამწუხაროდ ანგარიშის შენარჩუნება ვერ შევძელით. ჩვენ კვლავ წაგების გარეშე ვასპარეზობთ გასვლაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.
“მოურინიოს გუნდმა შედარებით დაცვითი ტაქტიკით ითამაშა, მათი დაცვითი ბარიერის გადალახვა ძალიან გვიჭირდა, ფაქტობრივად მთელი გუნდის თავს იცავდა, გარდა 2–3 ფეხბურთელისა. აღსანიშნავია, რომ ისინი ხისტადაც ეთამაშებოდნენ ჩვენს ფეხბურთელებს. სხვაობა კვლავ 8 ქულაა და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მადრიდელებს სურდათ, რომ სხვაობა შემცირებულიყო, მაგრამ ჩვენ მათ ამის უფლება არ მივეცით”.
“რაც შეეხება კარლეს პუიოლს. მან მცირე ტრავმა მიიღო, ვფიქრობ, რომ ეს ტრავმა მას ძალიან მალე გაუვლის, სერიოზული არაფერია. უახლოეს მომავალში იგი გუნდს დაუბრუნდება”.
