workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის 6 საგოლე გადაცემა ბოლო ორ “კლასიკოში”

ჩავის 6 საგოლე გადაცემა ბოლო ორ “კლასიკოში”

ჩაიმ 2008/09 და 2009/10წლების სეზონში 2 “კლასიკოში” 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. “ბარსელონამ” “რეალი” 2008/09 წლის სეზონში 2:6 დაამარცხა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ხოლო შემდეგ წელს 2:0 . ჩავიმ 2 საგოლე გადაცემა გაუკეთა ანრის, ორიც მესის, და თითო–თითო პუიოლს, პიკეს.

 

ჩავის 6 საგოლე გადაცემა “სანტიაგო ბერნაბეუზე”

 

2008/2009 წლის სეზონი, “რეალი” 2–6 “ბარსელონა”

 

1) 1:2 (მე–20 წუთი) – იგუაინისა და ანრის გოლების შემდეგ, “ბარსელონამ” მოაწოდა საჯარიმო დარტყმა. ჩავის ჩაწოდებულ ბურთს პუიოლი თავური დარტყმით გამოეხმაურა და გოლიც გაიტანა.

 

2) 1:3 (35–ე წუთი) – ჩავიმ აართვა ბურთი ლასანას და ზუსტი პასი გაუკეთა ლიონელ მესის. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმაც დავალება 10–იანზე შეასრულა.

 

3) 2:4 (58–ე წუთი) – ტურემ პასი მისცა ჩავის, რომელმაც ცენრში გაქცეულ ანრის გააყოლა ბურთი და ფრანგმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

 

4) 2:5 (73–ე წუთი) – ჩავიმ ჩვეული მოძრაობებით უამრავი მეტოქე ფეხბურთელები დაიხვია, შემდეგ ულამაზესი პასი მისხა ლეო მესის, გათამაშების შემდეგ მესიმ კასილიასს ახლო კუთხეში გაუტანა გოლი .

 

 2009/2010 წლის სეზონი, “რეალი” 0–2 “ბარსელონა”

 

1) 0:1 (32–ე წუთი) – მაქსველმა სწრაფად გაათამაშა ჯარიმა და ბურთი ხავის მიუგორა, ამ უკანასკნელმა ლეო მესისთან მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა და საბოლოოდ არგენტინელმა გოლით დააგვირგვინა.

 

2) 0:2 (56–ე წუთი) – მოედნის ცენტრიდან “დირიჟორმა” გამჭოლი პასი გაუკეთა პედროს, რომელიც ვერ ჩაჭრა ალვარო არბელოამ და კატალონიელმა ფეხბურთელმა გოლით დააგვირგვინა მომენტი.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში