workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რის მიხედვით არჩევენ “ბარსელონას” ფეხბურთელები საკვებს?

რის მიხედვით არჩევენ “ბარსელონას” ფეხბურთელები საკვებს?

“ბარსელონას” ნუტრიციონისტები საინტერესო ინფორმაციას ასაჯაროებენ.

Daily Mail-თან საუბრისას ტონა ლისარაგა ამბობს, რომ ფეხბურთელები, საკვების არჩევის დროს, ბავშვებივით მოქმედებენ.

“სმუზის (ხილისა და ბოსტნეულის სასმელი) შერჩევის დროს, ბავშვების მსგავსად, ფეხბურთელებიც უპირატესობას ფერს ანიჭებენ და არა არომატს. ჩვენ მათ ინგრედიენტების კომბინაციების სრულ ასორტიმენტს ვთავაზობთ. ამ ყველაფერზე ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების დამატებით ძალიან გემრიელი სასმელი იქმნება და ფეხბურთელებს ეს მოსწონთ.”

კლუბის კიდევ ერთ ნუტრიციონისტი მარტა მიგელი (სურათზე, ჟორდი ალბასთან ერთად) Daily Mail-თან საუბრისას აცხადებს: ყველაზე პოპულარული ფერი მწვანეა. ნიახური, ისპანახი, მწვანე ვაშლი, მსხალი და ლიმონი. უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ გემრიელია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 27 სექ 2019, 15:39
    #2

    ფუჰ შენი, ნუტრიციონისტი მარტა ყოფილა. მე კიდევ ალბას ცოლი მეგონა და არ გავგიჟდი ეს ბებერი სად ნახა მეთქი. და ისე ნუტრიციონისტთან ასე ჩახუტება მოსულა? ალბას ცოლი რას ამბობს?

  • M10 S9 D11
    schedule 27 სექ 2019, 12:06
    #1

    ფუუუ იმენა ამ ევროპელებმა საჭმლის გემო არ იციან რაა მიგიცენზურეთ ბალახეული