workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და მოურინიოს გუნდები

მესი და მოურინიოს გუნდები

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ლეო მესის არასდროს გაუტანია გოლი იმ გუნდებისთვის, რომელსაც სათავეში ჟოზე მოურინიო ედგა. ”ჩელსი”, ”ინტერი” და ახლა უვე მადრიდის ”რეალი”.

”ბარსელონას” 10-მა ნომერმა ლიგის ცხრა თამაშში შვიდჯერ აიღო კასილიასის კარი. აქედან, სამი გოლი ლეომ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიტანა. ყველასათვის კარგად ცნობილ 2:6-ის დროს ”რწყილმა” დუბლი შეასრულა, ხოლო მომდევნო ”კლასიკოში” (ასევე ”ბერნაბეუზე”) ლეომ ანგარიში გახსნა.

თუ მესი შაბათს გოლს გაიტანს, ის გახდება საუკეთესო ბომბარდირი ”ბარსას” ისტორიაში, ”ბერნაბეუზე” გატანილი გოლებით. ასევე, ლეო შეძლებს დაასრულოს მისთვის არასასურველი ტრადიცია და გაუტანოს გუნდს, რომელსაც სათავეში უდგას ჟოზე მოურინიო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლეო მესიმ 46 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში