მადრიდის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აგრძელებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეაჩეროს ”ბარსელონას” შეტევა და ნახევარდაცვა შაბათის მატჩში, იტყობინება as.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ”სანტიაგო ბერნაბუზე” 16 აპრილს, 23:55 საათზე გაიმართება.
პორტუგალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ”ბარსას” წინააღმდეგ სამი ჩამშლელი ტიპის ნახევარმცველით ითამაშოს. მან შეიძლება ჩამშლელბად განათავსოს ჩაბი ალონსო და სამი ხედირა. მარსელო კი შეტევის მარცხენა ფლანგზე დააყენოს, ხოლო დავცის მარცხენა მხარეს ალვარო არბელოა ათამაშოს. პორტუგალიელი ამ გზით შეეცდება მარჯვენა ფლანგზე დანიელ ალვესის და პედრო როდრიგესის გარღვევები შეაჩეროს.