workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალური: ”ბარსელონამ” საქმე აღძრა ”კადენა კოპეს” წინააღმდეგ

ოფიციალური: ”ბარსელონამ” საქმე აღძრა ”კადენა კოპეს” წინააღმდეგ

დღეს ს/კ ”ბარსელონამ” სარჩელი შეიტანა ბარსელონას სამოქალაქო სასამართლოში, რადიოსადგურ ”კადენა კოპეს” წინააღმდეგ. საქმე ეხება ა.წ. 13 მარტს, პროგრამა ”‘El Partido de las 12”-ში ჟურნალისტ ხუან ანტონიო ალკანას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის კლუბის ფეხბურთელებსა და სამედიცინო პერსონალს დოპინგთან კავშირში ადანაშაულებდა.

ს/კ ”ბარსელონა” მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა განცხადებამ ზიანი მიაყენა კლუბის იმიჯს, პრესტიჟსა და რეპუტაციას და მათ დაარღვიეს კონსტიტუციური უფლება, რაც სასამართლო პროცესით გამოსწორდება.

კლუბი მიყენებულ ზიანს აფასებს  6,190,090 ევროდ და სწორედ ამ თანხის გადახდას ითხოვს რასიო სადგურიდან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში