დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელი, იაროსლავ რაკიცკი, კმაყოფილი იყო 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩით, რომელშიც “შახტარმა” უმასპინძლა “ბარსელონას”. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა, ერთადერთი გოლი კი ლეო მესიმ გაიტანა.
– ეს მატჩი უფრო რთული იყო, თუ “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრა?
– პრინციპში, ორივე მატჩი საკმაოდ რთული იყო. უბრალოდ პირველ თამაშში 5 ჰოლი გავუშვით… მაგრამ ყველაფერი კარგადაა. გუშინ ორივე გუნდმა კარგად იასპარეზა, უბრალოდ მათ გაიტანეს, ჩვენ–ვერა.
– ფიქრობთ, რომ სხვა ანგარიშის შემთხვევაში ყველაფერი შეიცვლებოდა, ვთქვათ, რომ 1:3 წაგეგოთ კატალონიაში?
– ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება მიგვეღწია წარმატებისთვის, თუმცა ფორტუნამაც ზურგი გვაქცია, ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა პირველ ტაიმში შექმნილი მომენტები.
– სახლში ბევრად უკეთ გამოიყურებოდით, ვიდრე სტუმრად…
– ნამდვილად, ჩვენ უფრო კარგად ვმოქმედებდით აქ, ვიდრე ამას ესპანეთში ვაკეთებდით. ეს ჩვენ გულშემატკივრების დამსახურებაა, რომლებიც მთელი 90 წუთის განმავლბოაში მხარს გვიჭერდნენ. აქაც მომენტების გამოყენებაში არ გაგვიმართლა, “ბარსელონას” კი მხოლოდ 1 შეექმნა და ისიც გამოიყენა, ეს კი მათ მაღალ კლასზე მეტყველებს.
– ლუჩესკუმ შეაქო გუნდი?
– მოდით ასე ვიტყვი, ცუდი არაფერი უთქვამს.
– თქვენ ჩემპიონთა ლიგას ტოვებთ მაღალი დონის კლუბის სახელით?
– ვფიქრობ, კი. გუშინაც ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს “ბარსელონაა”… დიდ წარმატებად ითვლება “ბლაუგრანასთან” კარგი თამაში, ისეთი როგორიც ჩვენ შევთავაზეთ მათ.
