– მეოთხედ ზედიზედ და ბოლო 6 წლის მანძილზე მეხუთედ ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა.
– ”ბარსამ” პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში ფლეი-ოფის ეტაპზე პირველად მოიგო გასვლითი მატჩი.
– ”შახტარმა” ჩემპიონთა ლიგაზე ”დონბას არენაზე” პირველი მატჩი წააგო.
– ”ბარსას” ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 64% შეადგინა.
– ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში 48-ე გოლი გაიტანა. ამ შედეგით ის ტელმო სარას გაუთანაბრდა (”ატლეტიკო”, 1950/51). წინა მიღწევა, 47 გოლი ერთ სეზონში სამ ფეხბურთელს ეკუთვნის: ფერენც პუშკაში (”რეალი”, 1959/60), რონალდო (”ბარსელონა”, 1996/97) და თავად მესი (”ბარსელონა”, 2009/10).
– არგენტინელი ”ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც წელს ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
– ახალ პოზიციაზე მოთამაშე ხავიერ მასკერანომ ყველაზე მეტჯერ აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს (15).
– გუნდის არცერთი ფეხბურთელი არ იმყოფება დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე.



