დონეცკის ”შახტარის” პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ჩემპიონთა ლიგაში თავისი გუნდის მეოთხედ-ფინალში თამაშთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ უკრაინელები კატალონიის ”ბარსელონას” დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდნენ.
”მე შევედი გასახდელში და მადლობა გადავუხადე ბიჭებს იმისთვის, რაც მათ გააკეთეს ჩემპიონთა ლიგაზე. ”შახტარმა” მიაღწია მეოთხედ-ფინალს და ვთვლი, რომ დღესაც არ გვიჩვენებია ცუდი თამაში: ჩვენ შევქმენით ხუთი-ექვსი საგოლე მომენტი. ჩვენს კართანაც შეიქმნა დაახლოებით ოთხი მომენტი. თუმცა ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებდა. თუ გუნდი ქმნის საგოლე მომენტებს, მაშინ ის მათ განახორციელებს კიდეც. ამ მომენტების შექმნისთვის მუშაობს ყველა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ეს გზა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებასთან მიგვიყვანს.
მარტივია სხვა გუნდთან თამაში. მაგრამ ჩვენ უნდა შევედაროთ ”ბარსელონას”. დღეს ჩვენ უარი არ გვითქვამს ჩვენი სათამაშო სტილისთვის და შევქმენით უამრავი მომენტი. და მე ამისთვის მადლობა გადავუხადე ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს. იმისათვის, რომ მათ ითამაშეს თავისი სტილით, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ”ბარსელონა” იყო. კატალონიელები ყველაზე გემრიელ ფეხბურთს თამაშობენ. ამ გუნდს ვუსურვებ ბედნიერებას და წარმატებებს. რახან ჩვენ მათთან დავმარცხდით, დაე სწორედ ამ გუნდმა აიღოს თასი”. – განაცხადა ახმეტოვმა.
