workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს

მესი კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს

 

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს, ლიონელ მესის ერთი ნაბიჯი აშორებს ახალ რეკორდამდე.

 

“შახტართან” მატჩისას არგენტინელმა თავდამსხმელმა ამ სეზონში თავისი 48–ე გოლი გაიტანა. ამის გაკეთება ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ “ატლეტიკის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ტელმო სარიმ მოახერხა (1950/51 წლებში). იმის გათვალისწინებით, რომ მესის კიდევ ათზე მეტ მატჩში აქვს მონაწილეობა მისაღები, 60 წლის წინ დამყარებული რეკორდი სავარაუდოდ გაუმჯობესდება.

 

შეგახსენებთ, რომ ლეომ 2009/10 წლების სეზონში 47–ჯერ აიღო მეტოქის კარი და გაიმეორა ფერენც პუშკაშის (“რეალი”, 1959/60) და რონალდოს (“ბარსელონა”, 1996/97) შედეგი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში