მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა, მანოლო სანჩისმა, განაცხადა, რომ თავის ყოფილ კლუბს შეუძლია დაამარცხოს “ბლაუგრანა”, განსაკუთრებით კი “ელ კლასიკოში”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
“მესმის იმ ხალხის, ვინ თვლის, რომ 5:0 გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონა” კვლავ დიდი ანგარიშით დაამარცხებს მადრიდის “რეალს”. მაგრამ ის თამაში უბრალოდ უიღბლობა იყო. რა თქმა უნდა, “ბარსელონა” ყოველთვის ძალიან ძლიერი მეტოქე იქნება “რეალისთვის” და ძალიან ძალიან გაუჭირდებათ მათი დამარცხება. თუმცა დღევანდელ “რეალს” თავისუფლად შეუძლია “ბლაუგრანას” დამარცხება, მათ აქვთ ამის პოტენციალი”. დაასრულა მანოლო სანჩისმა.
