workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
16 და 20 აპრილის “კლასიკოები” Event Hall-ში

16 და 20 აპრილის “კლასიკოები” Event Hall-ში

როგორც იცით, 16 და 20 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატსა და თასის ფინალში, “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდებიან. Tbilisi Event Hall “ბარსელონას” გულშემატკივრებს ორივე ამ მატჩის დიდ ეკრანზე ყურების საშუალებას აძლევს.

 

პირველი თამაში გაიმართება 16 აპრილს, ღამის 12 საათზე. Event Hall-ში (ფილარმონიის შენობა) შესვლა შესაძლებელი იქნება მატჩის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

 

პირობები უცვლელია – შესასვლელი ბილეთი ღირს 10 ლარი და ეს თანხა გიჯდებათ ანგარიშზე. ანუ, შეგიძლიათ ამ 10 ლარით ბარში რამე შეუკვეთოთ.

 

16 აპრილის თამაშის ბილეთების შესაძენად დაგვირეკეთ შემდეგ ნომრებზე: 898 25-78-08; 855 25-78-08.

გაითვალისწინეთ: 16 აპრილის თამაშის ბილეთები დანომრილი არაა. მაგიდების არჩევა შეგეძლებათ ადგილზე მისვლის შემდეგ. 

 

20 აპრილს, თასის ფინალში გასამართი “კლასიკოს” ბილეთების გაყიდვა მოხდება 16 აპრილის თამაშის დროს. ვინც ვერ მივა ამ თამაშზე, მათთვის ინფორმაცია დაიდება 17 აპრილს.

 

ბილეთების გაყიდვის ბოლო ვადაა პარასკევი, 15 აპრილი.

 

კითხვების გაჩემის შემთხვევაში, დაგვირეკეთ მითითებულ ნომრებზე, გამოიყენეთ საიტის საკონტაქტო ფორმა, ან მომწერეთ PM.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში