დონეცკის “შახტარის” მცველმა, დიმიტრი ჩიგრინსკიმ ისაუბრა კარზე მომდგარ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური სერიის საპასუხო მატჩზე, სადაც ერთმანეთს მისი გუნდი და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი მცველი ვერც “ნოუ–კამპზე” დაეხმარა “შახტარს” და ვერც დონეცკში დაეხმარება. მას ფეხი აწუხებს და დიდი ხანია ვერ ახერხებს მოედანზე გამოსვლას.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს გუნდს ვერ ვეხმარები. ვიმედოვნებ, ბიჭები ყველაფერს იზამენ და “ბარსელონას” დაამარცხებენ. “დონბას არენაზე” ყოველთვის ბევრი გულშემატკივარი მოდის ჩვენთვის მხარის დასაჭერად და რა თქმა უნდა მათი იმედიც გვაქვს.” –ციტირებს ჩიგრინსკის სიტყვებს AS.
დიმიტრიმ “ბარსაში” ერთი წელი გაატარა და შემდეგ იძულებულ შეიქნა წასულიყო, რადგან მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოიძებნა.
