workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუჩესკუ: “ბარსელონასთან” გასვლის შანსები ძალიან ცოტაა”

ლუჩესკუ: “ბარსელონასთან” გასვლის შანსები ძალიან ცოტაა”

დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩესკუმ, ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩზე, სადაც თავისი გუნდი უმასპინძლებს “ბარსას”. მან აღნიშნა, რომ გუნდში საკადრო პრობლემებია. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა “კამპ ნოუზე” გაიმართა და მასპინძლებმა 5:1 მოუგეს სტუმრებს.

 

“ჩვენ არ გვაქვს ბედრიერების მოტივაცია, რადგანაც რამდენიმე ფეხბურთელი ლაზარეთშია. პრობლემები გვაქვს დაცვის მარჯვენა ფლაგნზე, ტრავმირებულნი არიან წამყვანი ფეხბურთელები: ჩიგრინსკი, კუჩერი და ჩიჟოვი. სავარაუდოდ ამ პოზიციაზე განთავსდება იშჩენკო. პრობლემები აქვს ასევე სრნასაც, შემიძლია გითხრათ, რომ 80%–ით იგი ვერ შეძლებს მატჩში მონაწილეობის მიღებას. პლიუს ამას რატსი, რომესაც 3 ბარათი აქვს და ვერ შეძლებს დაეხმაროს გუნდს. ასე, რომ მოგივიწევს სრულიად სხვა გუდნით წარსდგომა “ბარსას” წინაშე. აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ მატჩებში უკეთესი შემადგენლობა გვყავდა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მაინც გავუწევთ წიმააღმდეგობას “ბარსელონას” და დავამატებ იმას, რომ ლუის ადრიანოს თამაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა”.

 

“მე ძალიან მეიმედება ჩემი ფეხბურთელების, ვიცი რომ ისინი ბოლო წუთამდე იბრძოლებენ და გააკეთებენ მაქსიმუმს წარმატების მისაღწევად. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რაოდენ ცოტაა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები. ჩვენ რაღაც შესაძლებლობა მაინც გვაქვს 1/2 ფინალში ასპარეზობსა და ამისთვის ძალ–ღონეს არ დავიშურებთ. ამ მატჩის მოგებას შევეცდებით. წლევანდელმა ჩემპიონთა ლიგამ უდიდესი გამოცდილება შეგვძინა და აქვე გეტყვით, რომ შემდეგ წელს ბევრად უფრო სახიფათონი და ძლიერები ვიქნებით ამ ტურნირზე. არ ვამბობ, რომ აუცილებლად თასს ავღმართავთ, მაგრამ ვიტყვი, რომ გუნდი ძალიან დიდ პროგრესს განიცდის”. დაასრულა მირჩ ლუჩესკუმ.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში