მოგეხსენებათ, 12 აპრილს, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს გამართავს “შახტართან”. მატჩი დაიწყება თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე. ამ შეხვედრის ყურება შესაძლებელი იქნება თბილისის ივენთ ჰოლში, ფილარმონიის შენობაში.
პირობები უცვლელია – შესასვლელი ბილეთი ღირს 10 ლარი და ეს თანხა გიჯდებათ ანგარიშზე. ანუ, შეგიძლიათ ამ 10 ლარით ბარში რამე შეუკვეთოთ
ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე 99-00-99.
გაითვალისწინეთ: პარალელურად მიმდინარე შეხვედრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, დიდ ეკრანზე გაიმართება “მანჩესტერი”-“ჩელსის” თამაშის ჩვენება. “შახტარი”-“ბარსელონას” თამაშს აჩვენებენ ზომის უფრო პატარა ეკრანზე.
კომპანია თელიანი თრეიდინგი გაათამაშებს ჩემპიონთა ლიგის თამაშების საგზურებს. თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ჰეინეკენის 6 ბოთლიანი შეფუთვის აქციაში, ამისათვის . . .
1. შეიძინეთ ჰეინეკენის 6 ბოთლიანი შეფუთვა;
2. ამოჭერით მასზე დატანილი კუპონი;
3. შეაგროვეთ ასეთი კუპონი 3 ცალი;
4. გადაცვალეთ კუპონები გათამაშებაზე დასასწრებ მწვანე ბილეთში “თბილისი ივენთ ჰოლის” სალაროებში;
5. აღნიშნული ბილეთით მობრძანდით გათამაშების დღეს “თბილისი ივენთ ჰოლში” და მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა.
6. გამარჯვებული გახდება ის ვინც, გათამაშებაზე დასმულ ყველაზე მეტ კითხვას გასცემს სწორ პასუხს
გათამაშებები გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყებამდე ერთი საათით ადრე “თბილისი ივენთ ჰოლში”, ხოლო კითხვები იქნება ჩემპიონთა ლიგის ისტორიიდან.
“თბილისის ივენთ ჰოლში” გათამაშდება UEFA Champions League-ის 8 საგზური:
8 მარტს 9 მარტს 15 მარტს 16 მარტს
5 აპრილს 6 აპრილს 12 აპრილს 13 აპრილს



