workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “შახტართან” მთელი ძალებით ვითამაშებთ”

სუბისარეტა: “შახტართან” მთელი ძალებით ვითამაშებთ”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ და ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ არ აპირებენ სუსტი შემადგენლობით ასპარეზბას “შახტარის” წინააღმდეგ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩი გაიმართა “კამპ ნოუზე”, სადაც ლურჯ–ბროწეულისფერებმა მეტოქე დაჯაბნეს და მოიგეს, ანგარიშით 5:1.

 

“მიუხედავად დიდი ანგარიშისა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ბარსელონაში გადაწყდა. “ბარსა” ჯერ არ გასულა 1/2 ფინალში. დონეცკში გუნდი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და ყველაფერი გააკეთოს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, არავის ეგონოს, რომ ასე მარტივადაა საქმე, ისინი სახლში ძალიან ძლიერები არიან, ასე, რომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”. დაასრულა ანდონი სუბისარეტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში