“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი, ზაფხულში გადაწყვეტს ხეფრენ სუარესის მომავალს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ხეფრენმა მხოლოდ 63 წუთი იასპარეზა მიმდინარე სეზონში. ლა ლიგაში მან 9 წუთი ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე–12, ხოლო ესპანეთის თასზე მან 42 წუთის განმავლობაში იმოღვაწევა. ამას კიდევ ემატება ის, რომ ხეფრენი 4–ჯერ დაიმტვრა სეზონის განავლობაში.
რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა შეხვდა ხეფრენ სუარესის მამას, რომელიც ასევე შვილის აგენტია. ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, შეატყობინა აგენტს, რომ ხეფრენის საქმე ზაფხულში გადაწყდებოდა.

