20 წლის იაპონელი შემტევის, ჰიროკი აბეს “ბარსელონაში” ტრანსფერი დასრულებულია. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიელები “კაშიმა ანტლერსის” ახალგაზრდა შემტევით იყვნენ დაინტერესებულნი. ბოლო ცნობებით კი, ყველაფერი დასრულდა და აბე “ბარსელონასთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
აბე “ბარსელონა ბ”-ს შუერთდება, მაგრამ წინასასეზონო მზადებას ის პირველ გუნდთან ერთად გაივლის და ვალვერდეს განკარგულებაში ამერიკული ტურნეს დროსაც იქნება.
“ბარსელონას” იაპონური ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერი 1.1 მილიონი ევრო დაუჯდება. ფეხბურთელი კატალონიაში მიმდინარე კვირაში ჩავა.
ჰიროკი აბე “კაშიმა ანტლერსში” 2017 წლიდან თამაშობს. მის აქტივში 64 თამაშში გატანილი 9 გოლია. მიმდინარე წელს მისი დებიუტი შედგა იაპონიის ნაკრებში, სადაც ფეხბურთელმა 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.




კაროჩე შეუკიკინეს ამ აზიელებს რა ვერ გაიგეთ რო ნაგვები არიან და ვერ გაქაჩავენ ბარსაში კი არა ვილიარეალის დონის გუნდშიც
გამარჯობა ყველას ახალივარ ამ საიტზე ეს კი არა გრიზმანი გააოფიციალურონ აჯობებს
იაპონიაში გაუჩნდება რამდენიმე მცირე ბიუჯეტიანი სპოსორები მეტი არაფერი, მაიკებიდან 15%ს იღებენ მაქსიმუმ კლუბები… ალბაა ძალიან პოპულარული იაპონიაში და მაგით დიდ ვერაფერს შვებიან
ადრე გააკეთა ეგეთი ვარიანტი ფერგიუსონმა ჩინელი ფეხბურთელი დაიმატა და 5 მატDი არუთამაEებია პროსტა პიარით და მაისურებით იშოვეს ფული, ეგეთი ცარიანტია ახლაც დაიდან გააკეთოს მაყუთი ჩვენმა აჩკარიკამ აღარიცის
იმაზეც იყო ინფორმაცია რო რივერიდან ვიხაც 16 17 წლის არგენტინელის ყიდვა უნდათო სახელი არ მახსოვს ძან ტექნიკური ბიჭია ვიდეო ვნახე