ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვესმა განაცხადა, რომ მათ იოლი გასეირნება არ ელით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, “შახტარის” წინააღმდეგ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
ბრაზილიელი არაა იმაში დარწმუნებული, რომ პირველივე თამაშში გაირკვევა 1/2 ფინალისტის ვინაობა: “მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო “შახტარს” მიიჩნევს ადვილ მეტოქედ “ბარსელონელთათვის”, ჩვენ მაინც დიდი სიფრთხილით და კონცენტრაციით ვეკიდებით ამ საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ არ გველის იოლი მატჩი, რადგანაც “შახტარი” მიეკუთვნება იმ კატეგორიის გუნდებს, რომლებიც კარგად ასპარეზობენ თავდასხმაში. დონეცკელ ფეხბურთელებს უყვართ ბურთის კონტროლი და მასთან მუშაობა. შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა გაირკვევა უკრაინაში”. განაცხადა დანიელ ალვესმა.