ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვესმა, უყურადღებოდ არ დატოვა ჟოზე მოურინიოს პროვოკაციული განცხადება.
ბრაზილიელს მხედველბოაში ჰქონდა მოურინიოს უკმაყოფილება მსაჯების მიმართ, რომელიც მან განსაკუთრებულად მძაფრად გამოხატა “ატლეტიკო მადრიდთან” მატჩის წინა დღეს.
“პორტუგალიელი ძალიან მახალისებს და მიყვარს მისი სასაცილო კომენტარების მოსმენა. ის სულ რაღაცით უკმაყოფილოა”. განაცხადა დანიელ ალვესმა.
ეს არ არის პირველი დაპირისპირება ალვეშისა და მოურინიოსი. დანიელმა ადრეც გააკრიტიკა ყოფილი “ჩელსის” მწვრთნელი, როდესაც იგი 10 კაციანი დაცვით ეთამაშებოდა დაცვას და ალვეშის აზრით ეს არ იყო “რეალური ფეხბურთი”.



