ამ ბოლო ხანებში ძალიან ბევრი მითქმა–მოთქმაა კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას კლუბის სავარაუდო დატოვების შესახებ. ეს სრული უაზრობაა, რადგან იგი არსად არ წავა! მოკლედ გაბრაზებულ გულზე გადავწყვიტე მომეძიებინა დოკუმენტური ფილმი, სადაც აღბეჭდილი იქნებოდა, თუ როგორ უყვარს პეპს “ბარსა”. ფილმი საკმაოდ დიდია და ამიტომ გადავწყვიტე დამეყო ნაწილებად (დამეთანხმებით, რომ მთლიანი კინოს ერთდროულად გადათარგმნა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს). იხილეთ პირველი ნაწილი ამ უბრწყინვალესი ფეხბურთელის და მწვრთნელის ცხოვრების შესახებ, რა თქმა უნდა ქართული სუბტიტრებით (სუბტიტრების გაკეთებისას დაშვებულ იქნა ერთი–ორი მექანიკური შეცდომა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით).
პ.ს. თუ სუბტიტრები არ ჩანს “მაუსი” მიიტანეთ ვიდეოს მარჯვენა კუთხეში ისართან და შემდეგ დააჭირეთ CC-ს.
