“რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ხოსე როდრიგესმა ფრენკი დე იონგზე ისაუბრა, რომელიც კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს.
“მან ძალიან გამაკვირვა. დე იონგი ჩავის მაგონებს. შესაძლოა, ის არ არის გოლის გატანისკენ მიმართული, მაგრამ ფრენკი ბურთს შესანიშნავად აკონტროლებს. ასევე, ჰოლანდიელი ძალიან ჭკვიანია. მან იცის, როდის უნდა წაიღოს ბურთი წინ და როდის უნდა გააკეთოს პასი. როცა თამაში მშვიდად მიმდინარეობს, ისე ჩანს, თითქოს ის მოედანზე არ არის, მაგრამ ბურთი ყოველთვის მასთანაა.”
“ადაპტაცია? კარგ მოთამაშეებს ადაპტაცია არ სჭირდებათ. “ბარსელონას” ეს შენაძენი მომავალ 10 წელიწადზეა გათვლილი.”
ესპანელმა “ბარსელონას” ერთ-ერთ მთავარ სამიზნეზე, მატიას დე ლიხტზეც ისაუბრა: “ის ძალიან დიდია, ძალიან ძლიერი და ძალიან სხარტი. თავის ასაკთან შედარებით, ის ძალინ დიდია. მატიასს ბევრი აქვს სასწავლი და გამოსასწორებელი. ვფიქრობ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდება.” – ციტირებს ხოსე როდრიგესის სიტყვებს Marca.

სწორი მოსაზრებებია👏
ბარსას მომავალია ფრენკი და დე ლიხტი
ლო სელსომ უნდა იყოჩაღოს ნახ დაცვაში და წინ მესიმ და აგუერომ ის მატიას სუარესი ზამენიდანაც არ უნდა შემოიყვანონ არაფრის მაქნისია. წინ დიმკა აგუერო მესი უნდა იდგნენ. ეს ლო სელსო მაგრად დამევასა კაი ბიჭია. შანსები აქვთვმარა გუშინდელი თამაშიდან ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტანთ სანამ ცოტა ძლიერ ნაკრებს არ ეთამაშებიან. ბრაზილიას ნეიმარი დააკლდა ეგ დიდი პლიუსია არგენტინისთვის. არგენტინა -ბრაზილიადან ერთერთი მოიგებს. მე მაინც არგენტინა მგონია ბოლო შანსია მესის სანაკრებო ტიტულის და თავს შეაკლავს.
რა ბოლო შანსი 2020-შიც არის კოპა ამერიკა
ვალვერდეს ხელში მეცოდება ეს კაცი, რავი არ მაქ ლიგის იმედი მაგ პიტალოს გადამკიდე რავიცი აბა.
"კარგ მოთამაშეებს ადაპტაცია არ სჭირდებათ" არის რაღაც ამ ნათქვამში )))
ღმერთოოო წამაკითხე სიახლე ბარსელონამ ვინმე იყიდაო რაიქნებაა
Gushin ise argentinam gamichina imedi