workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “მე იმავე სტილით ვთამაშობ, როგორც ათი წლის წინ”

მესი: “მე იმავე სტილით ვთამაშობ, როგორც ათი წლის წინ”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, ინტერვიუს მისცა ფრანგულ ჟურნალ “Plenete Foot”–ს, სადაც ისაუბრა საკუთარი კლუბის ფილოსოფიაზე. არგენტინელმა თავისი აზრები გაუზიარა ჟურნალისტებს საკუთარი სტილის შესახებაც.

 

“ჩვენი კლუბის ფილოსოფია საუკეთესოა ახალგაზრდებისათვის. “ბარსელონას” ყველა ასაკობრივი გუნდი, ერთი და იგივე სტილით თამაშობს. ჩვენ მხოლოდ ბურთის კონტროლსა და გააზრებულ შეტევებზე ვფიქრობთ. სწორედ ამიტომ, პირველ გუნდში გადმოსვლისას არ უჭირთ ადაპტაცია, ისინი ხომ ამ ფილოსოფიით იზრდებიან. “ბარსას” საიდუმლოც ისაა, რომ ჩვენ სულ ერთ მდგომარეობაში ვართ. აქ ყველა უნივერსალური ფეხბურთელია, არავინ არ არის მხოლოდ ერთ პოზიციაზე მოთამაშე. რაც შემეხება მე, ზუსტად იგივე პოციზიაზე ვასპარეზობ, როგორც ამას 10 წლის წინ ვაკეთებდი. ამ მხრივ ჩემს საფეხბურთო განვითარებაში არაფერი შეცვლილა. ჩემი თამაშის სტილი ძალიან თავისფალია: არ ვფიქრობ ბევრს და წინასწარ არ ვგეგმაბ მოძრაობებს”. დაასრულა ლეომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში