“ბარსელონას” ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, კლემან ლანგლემ თავის თანამემამულეებზე, ანტუან გრიზმანსა და სამუელ უმტიტიზე ისაუბრა.
“გრიზმანის შესაძლო ტრანსფერი? კლუბში საკმარისად მყარი პოზიცია არ მაქვს იმისთვის, რომ ხელმძღვანელობა ასეთ საკითხებზე აზრს მეკითხებოდეს. ანტუანზე არასდროს გვისაუბრია.”
23 წლის ფეხბურთელმა უმტიტიზეც ისაუბრა: “ორივე ფრანგი ვართ, ორივე ცაცია, ორივე ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ კლუბში და ახლა უკვე ნაკრებშიც. რა თქმა უნდა, ხალხი ასეთ კითხვებს დამისვამს და ჩვენს შედარებას შეეცდება. მე კი ყოველთვის ერთი და იგივე პასუხს ვიძლევი იმიტომ, რომ ეს სიმართლეა – ჩემი “ბარსელონაში” მისვლის დღიდან, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს პატივისცემის საკითხია. მე მას პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და როგორც მოთამაშეს. ვფიქრობ, სემიც იგივეს გრძნობს ჩემდამი. როცა ფრანგი ხარ და უცხოურ კლუბში თამაშობ, ბუნებრივია, რომ გული შენი თანამემამულეებისკენ მიგიწევს. ჩვენ ვსაუბრობთ, ვიცინით, კონკურენცია ამაში ხელს არ გვიშლის.” – ციტირებს კლემან ლანგლეს სიტყვებს L’Equipe.

კიდე კაი ლენგლემ გაამართლა თორე ძაან დარხეული გვქონდა დაცვაში
არადა დუეტში თამაში რო შეგეძლოთ კარგი იქნებოდა