workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: “თუ “ბარსა” გაიმარჯვებს, ყველაფერი დასრულდება”

მოურინიო: “თუ “ბარსა” გაიმარჯვებს, ყველაფერი დასრულდება”

როგორც მოგეხსენებათ სულ რამდენიმე საათის წინ მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე ხიხონის “სპორტინგი” მიიღო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 0:1 დამარცხდა. სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, თუკი “ბარსელონა” დაამარცხებს “ვილიარეალს”, მაშინ ყველაფერი დასრულდება და “ლა ლიგის” გამარჯვებულიც საბოლოოდ “ლურჯ–ბროწეულისფერები” გახდებიან.

 

“თუ “ბარსელონა” მოუგებს “ვილიარეალს”, მაშინ ჩვენი შანსები არარეალური იქნება. ახლა სხვაობა 5 ქულაა და დღის ბოლოს თუ 8 გახდა, მაშინ პრიმერა დივიზიონის მოგების მხოლოდ მათემატიკური შანსებიღა გვრჩება. ამის მიუხედავად მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ.” –ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Marca.

 

სულ ახლახანს “ბარსამ” “ვილიარეალს” გასვლაზე 1:0 სძლია და თუ ჟოზეს სიტყვებს დავუჯერებთ, ყველაფერი დასრულდა. “ბარსელონა” ჩემპიონია!!!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში