“ბარსელონას” ოთხი ფეხბურთელი ყვითელი ბარათების ზღვარზე იმყოფება. ესენი არიან მესი, ვალდესი, ბუსკეტსი და მასკერანო. როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელები დღეს “ვილიარეალს” ეთამაშებიან, “კლასიკომდე” კი ერთი მატჩია “ალმერიასთან”.
ამიტომაც დღევანდელი მატჩი არის შანსი ამ ფეხბურთელებისათვის , რომ მიიღო ყვითელი ბარათი. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გუნდს, რომელსაც “ბარსელონამ” გასვლაზე 8:0 მოუგო, სახლში რაიმე პრობლემა გაუჩნდეს.
ჩავი ერნანდესსაც ჰქონდა ასეთი პრობლემა, მაგრამ მან ყველაფერი “სევილიასთან” მატჩში მოაგვარა. ჩავი დღევანდელ მატჩს გამოტოვებს 5 ყვითელის გამო, ესპანელი ფეხბურთელი “კლასიკოს” ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეხვდება.
დღეს კარგი შანსია მასკერანო, მესი, ვალდესი და ბუსკეტსის მეოთხე ყვითელი ბარათისაგან და მატჩის გამოტოვების საშიშროებისაგან გათავისუფლდნენ.
