workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრესიადო: ”ბოტიას ”ბარსაში” ვხედავ”

პრესიადო: ”ბოტიას ”ბარსაში” ვხედავ”

მადრიდის ”რეალთან” გასამართი მატჩის წინ რადიო ”Ona FM”-ის ეთერში მანოლო პრესიადომ ”ბარსელონაზე” ისაუბრა.

”ბარსელონა” და ბოტია

”არ მესმის რატომ წუხდება ხალხი, როცა ვამბობ, რომ ”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია რაც კი ოდესმე მინახავს. ის საუკეთესოა ფეხბურთის მიმართ თავდადებით შედეგის მიუხედავად”.

ასევე ხიხონის ”სპორტინგის” მწვრთნელმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ ”ბარსელონა” გამოიყენებს თავის შანს და გამოისყიდის ალბერტ ბოტიას ტრანსფერს: ”მე ბოტიას ”ბარსაში” ვხედავ. რთული წარმოსადგენია, რომ ”ბარსელონა” ასეთ შანს ხელიდან გაუშვებს”.

შეხვედრა ”რეალთან”

პრესიადომ კომენტარი ”ბერნაბეუზე” სტუმრობაზეც გააკეთა: ”ხალხი მე ცუდად მიმიღებს. საკუთარ თავს რატომ უნდა მოვატყუოთ? არ ველოდები ოვაციებს და არ მჯერა, რომ ორი გასროლით დავმარცხდები”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში