”ვილიარეალის” ნახევარმცველმა, ბორხა ვალერომ ბოლო დროს კარგი ასპარეზობის შედეგად გრანდების ყურადღება მიიქცია. მაგალითად მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო არ არის წინააღმდეგი შემდეგი სეზონიდან ვალერო საკუთარ გუნდში იხილოს. 30-ე ტურის საშინაო მატჩის წინ ვალერო გაესაუბრა sport.es-ის ჟურნალისტს და გაუზიარა თავისი მოსაზრება, თუ როგორ უნდა დაამარცხოს მიმა გუნდმა ”ბარსელონა”.
”კატალონიელების წინააღმდეგ საჭიროა ითამაშო შენი ფილოსოფიით. ამას ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს.ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ამას. მთელმა მსოფლიომ იცის როგორ ანაწილებენ და აკონტროლებენ ბურთს ”ბარსელონას” ფეხბურთელები. ამიტომ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. თუკი ამას მივაღწევთ იქნება იმის შანსი, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ” – განაცხადა ვალერომ.



