მერსესაიდელთა ახალგაზრდა განაპირა მცველი განმეორებითი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.
“ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ღირსეული შედეგები არაერთხელ დავაფიქსირეთ. იყო მატჩები, სადაც სამ ბურთზე მეტი გაგვიტანია”, – ამბობს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.
“საკუთარ მოედანზე ყოფნა დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება და ყველა რეალისტურად უნდა განეწყოს. მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მითუმეტეს “ენფილდზე”.
“იმედი მაქვს, კიდევ ერთი განსაკუთრებული საღამოს მომსწრენი გავხდებით”.
“სალაჰისა და ფირმინოს არყოფნა დანაკლისია, თუმცა ამან შეიძლება სხვა მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსი და გმირად მოვლენის შანსი მისცეს”, – განაცხადა ინგლისელმა.




ხოდა ძალზე ამაღელვებელი და დაუვიწყარი საღამო გამოგივათ😂😂😂😂
ეს ხომ არ შეგვეძინა მაგარი მცველია უნდა დაფიქრდეს ბარსა
ყველაფერი შეიძლება მოხდეს..
თამაშის მიმდინარეობა და დეტალები გადაწყვეტს ყველადერს.. ვინ პირველი გაიტანს ვის გაუმართლებს და ა.შ.
სულმოუთქმენლად ველი უმაღლესი დონის თამაშს.. ამის თქმა მინდოდა მხოლოდ, წარმატებები..
Sityvebi ki kargia mara jobia tlikins saqme gaaketo da mere itlikine tore daggupavs eg tlikini
ამას მართლა თუ ჯერა რომ გავა ფინალში მალადეც შანსები 0% აქვთ
ეს ითამაშებს ხო დღეს? სულ რწყევა რწყევით გავა მოედნიდან
kii gansakutrebulii sagamoiqnebaa ogond chventviss aleqsaa😉😘