მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ლივერპულთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ლივერპულთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა “ლივერპულთან” განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“პირველი თამაშის შედეგს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს პირველი შეხვედრა საერთოდ არ ყოფილა. ამაზე ერთხელ გაფიქრებაც კი შეცდომა იქნება. 

ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია. გვინდა, რომ დემბელე, ფირმინო და სალაჰი გამოჯანმრთელდნენ. კარგი იქნებოდა, რომ ხვალ მათი მინდორზე ხილვის საშუალება გვქონოდა. 

“ლივერპული” ძალიან ძლიერი გუნდია. მათ პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, ზოგიერთ კომპონენტში გვისწრებენ და ნამდვილად შეუძლიათ მოგება, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. ამიტომ, მოდუნება არ შეიძლება”. – განაცხადა ვალვერდემ.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში