კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა მეკარემ, ხოსე მანუელ პინტომ, განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია გახანგრძლივებული კონტრაქტით, რომელიც ძალაშია 2012 წლის 30 ივნისამდე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
პინტოს თქმით, სწორედ “ლურჯ–ბროწეულისფერებში” სურს კარიერის გაგრძელება: “მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავახანგრძლივე “ბარსასთან” კონტრაქტი, რადგანაც არ მინდოდა სხვა კლუბში წასვლა. როდესაც 2007 წელს, არენდის სახით გადავედი “ბლაუგრანაში”, ნადმვილად არ ვფიქრობდი, რომ კლუბს 6 თვეში დავტოვებდი. ყოველთვის მსურდა ამ შესანიშნავ კლუბში დარჩენა და მოღვაწეობის გაგრძელება. მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ ამ ქალაქში ცხოვრებით, სწორედ ამიტომ გარემოს შეცვლა დადებითად არ იმოქმედებდა არც ჩემზე და არც ჩემს ოჯახზე, ამიტომაც დავრჩი”. განაცხადა ანდალუსიელმა მეკარემ, ხოსე მანუელ პინტომ “სპორტთან” ინტერვიუში.
