დღეს გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ფრანგული “პარის” თავდამსხმელს, სილას ვამანგიტუკას აკვირდება. ფეხბურთელი, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია დაბადებული, 19 წლისაა და ევროპული გრანდების ყურადღებას უკვე იქცევს. “ბარსას” გარდა, მისით “ლივერპული” და “სელტიკიც” არის დაინტერესებული.
სილასის კონტრაქტი კიდევ ორი სეზონის განმავლობაში იმოქმედებს, მაგრამ აქამდე მისი ლიგა 2-ის კლუბში გაჩერება ნაკლებად მოსალოდნელია. ამას აგენტიც აცნობიერებს. ის ამბობს, რომ კლუბებთან შეთანხმებას მიაღწევს, როცა საჭირო იქნება, მაგრამ ახლა მთავარი ფეხბურთელის განვითარება, მეტი პრაქტიკის მიღება და ხმაურიანი სატრანსფერო დრამების თავიდან აცილებაა.




აუუუ მიგიცენზურე გვარი :დდდდდდდდდ