მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია!

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია!

ლა ლიგის 35-ე ტურში, “ბარსელონამ” “ლევანტე” დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა. მატჩის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე, ლიონელ მესიმ გაიტანა. 

“ბარსამ” 83 ქულა დააგროვა, “ატლეტიკოს” კი მხოლოდ 74 აქვს. დარჩენილ 3 ტურში, მადრიდელები კატალონიელებისთვის გადასწრებას ვერ მოახერხებენ. 

კატალონიელებმა ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს და სულ 26 დააგროვეს. მადრიდის “რეალს”, როგორც იცით, 33 თასი აქვს. 

ერნესტო ვალვერდეს გუნდის მომდევნო გამოწვევა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა. მომდევნო მატჩს გუნდი “კამპ ნოუზე”, “ლივერპულის” წინააღმდეგ, 1 მაისს გამართავს, საპასუხო მატჩი კი 7 მაისს შედგება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში